ქალაქი არდებილი, აბრეშუმის გზაზე მდებარეობის გამო, კულტურათა გაცვლის მნიშვნელოვანი ადგილი იყო; ამ ქალაქის ქრისტიანულ რელიგიასთან კავშირს, დიდი ხანის ისტორია აქვს.
არდებილის ღვთისმშობლის ეკლესია 1876 წელს, მირზაიანების და შაჰბაზიანების ოჯახების ფინანსური მხარდაჭერითა და ძალისხმევით აშენდა.
ეკლესია, XX საუკუნის 40-50 წლებამდე მოქმედი იქო, უკანასკნელი წირვა აქ 1944 წელს აღავლინა. ამ დღიდან მოყოლებული, ამ ეკლესიაში რელიგიური მსახურებები აღარ იმართება; სომხური ოჯახების თავრიზსა და თეირანში გადასახლების გამო, ეკლესიას ფაქტობრივად მრევლი აღარ ჰყავს. ამჟამად ეკლესიის ეზოში არსებული სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები, მათ შორის აბანო და სკოლა, მთლიანად განადგურებულია.1991 წელს, სომხური ეკლესიის აზერბაიჯანის ეპარქიის გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის ეკლესია არდებილის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტს გადაეცა, რესტავრაციისა და მისი სივრცის კულტურული დანიშნულებით გამოყენების მიზნით.