თანგე ვაში

თეირანის ოსთანში, ქალაქ ფირუზქუჰიდან 17 კილომეტრის დაშორებით, ელბრუსის მთათა სისტემაში, ულამაზესი ვიწრო უღელტეხილია, რომელიც ცნობილია სახელით თანგე ვაში ან თანგე სავაში (ვაშის ან სავაშის ხეობა). თანგე ვაშის თვალწარმტაცი ბუნება – ულამაზესი მინდვრები, ნაკადულები, კასკადური  ჩანჩქერი, აღაფრთოვანებს მნახველს. თანგე ვაში, ლამაზი ბუნების გარდა, ცნობილია ისტორიული ძეგლებითაც. სწორედ ამ ხეობაშია ყაჯარული პერიოდის ცნობილი სამი ბარელიეფიდან ერთ – ერთი. (სხვა ორი ბარელიეფიდან ერთი  მდებარეობს ქალაქ რეიში, მეორე – ქალაქ ამოლთან, ჰარაზის გზაზე.) ყაჯარული სამივე ბარელიეფი შესრულებულია ამ დინასტიის წარმომადგენლის, ფათალი-შაჰის ბრძანებით.

თანგე ვაშის ბარელიეფი საკმაოდ დიდი ზომისაა, 6მ. X 7მ.-ზე. ბარელიეფზე, წარწერების გარდა, რომლებიც ფათალი-შაჰის მმართველობის პერიოდში მომხდარ ამბებს აღწერს, ნადირობის დიდი სცენაა ასახული.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …