ჩეშმე-იე ალი

ჩეშმე-იე ალი, სიტყვასიტყვით ალის წყარო, ისტორიული ადგილია  ქალაქ რეიში, თანამედროვე თეირანის სამხრეთ გარეუბანში. ამ წყაროს უძველესი სახელწოდებაა “სურინი”, რაც სავარაუდოდ უკავშირდება არშაკიდებისა და სასანიანთა ეპოქის ერთ-ერთი ადგილობრივი დინასტიის სახელს. მოგვიანებით, წყაროს სახელი პირველი შიიტი იმამ ალის საპატივცემულოდ დააერქვა.

სწორედ აქ, წყაროს აღმოსავლეთ მხარეს, კლდის ფერდობზე, მდებარეობს ყაჯარული პერიოდის სამი ბარელიეფიდან ერთ-ერთი, რომელიც ყაჯარი მონარქის, ფათალიშაჰის ბრძანებით გაკეთდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი შთაგონებული იყო ძველი აქემენიდური და სასანური ბარელიეფებით. ბარელიეფი რომელზე მონაქრი თავის ქვეშევრდომებით არის გამოსახული, სამ ნაწილად არის დაყოფილი.  ცენტრალურ ნაწილში, შუაში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ფათალიშაჰი, თავზე მაღალი ქუდი, დიდი ულვაშითა და გრძელი წვერით, ქამარ-ხანჯალით, ხელში კი კვერთხი უჭირავს. ბარელიეფის მარჯვენა ნაწილშიც ფათალიშაჰია გამოსახული მსახურთან ერთად. მის მკლავზე შევარდენი უზის, მის უკან მსახურს ქოლგა უჭირავს,  რომელიც შაჰს მზისგან იცავს. ბარელიეფზე ასევე გამოსახულ სუბიექტებს შორის არიან ნაიბ-სოლთანე, ჰუსეინ-ალი, ტაყი-მირზა (ზემოთ), ალი-მირზა, ფათეჰ ალი-მირზა,  ჰეიდარ მირზა და მოჰალაჰ მირზა.

Next Prev

Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …