ალბორზის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

ალბორზის ოსთანი

ალბორზის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან ერთ-ერთი, 2010 წელს გამოეყო თეირანის ოსთანს და ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა. ალბორზის ოსთანის ფართობია 5 833 კმ². მოსახლეობის რაოდენობა 2017 წლის მონაცემებით შეადგენს 2 812 400 ადამიანს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქარაჯი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მაზანდარანის, სამხრეთიდან მარქაზის, აღმოსავლეთიდან თეირანის, ხოლო დასავლეთიდან ყაზვინის ოსთანები. ქალაქი ქარაჯი, თეირანიდან დასავლეთით 20 კმ-ში მდებარეობს; მოსახლეობა  დაახლოებით 1,6 მლნ. მოსახლეობიის სიმრავლით, ირანის მეოთხე ქალაქად ითვლება  თეირანის, მეშჰედისა და ისპაჰანის შემდეგ. ოსთანის სახელი, ალბორზის მთიანეთიდან მომდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ამ პროვინციის ჩრდილოეთით გადის.

იახმორადის მღვიმე

მღვიმე მდებარეობს სოფელ ქოჰნე დეჰის ზემოთ, გაჩსარის რაიონში, ჩალუსის გზაზე და წარმოადგენს ალბორზის პროვინციის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობს. შესასვლელი მთის მაღალ და …

Read More »

დიზინის სამთო-სათხილამური კურორტი

დიზინი არის ირანის ყველაზე დიდი  და მსოლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სამთო-სათხილამურო კურორტი. დაარსდა 1969 წელს. არის  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ …

Read More »

თალეყანის კაშხალი და წყალსაცავი

თალეყანის წყალსაცავი და კაშხალი მდებარეობს მდინარე შაჰრუდზე, ალბორზის ქედის სამხრეთით, ქალაქ ქარაჯიდან 100 კმ-ზე. კაშხლის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და …

Read More »

გაჩსარის ტიტების ბაღი

გაჩსარის ტიტების ბაღი მდებარეობს სოფელ გარმაბში, ქარაჯ-ჩალუსის გზის 25-ე კილომეტრზე მდებარეობს. ბაღი გასული საუკუნის 80-იან წლებში გაშენდა და თითქმის ნახევარ …

Read More »

ამირ ქაბირის კაშხალი

ამირ ქაბირის კაშხალი, ასევე ცნობილი სახელით ქარაჯის კაშხალი, აშენდა 1959-1961 წლებში მდინარე ქარაჯზე და არის პირველი მრავალფუნქციური კაშხალია ირანში. ქარაჯის …

Read More »

ჩანჩქერი ხურ

ხურის ჩანჩქერი, ბუნების უმშვენიერესი სანახაობაა ჩალუსის გზის უნიკალური ბუნების შუაგულში. სიტყვა „ხურ“ მზეს ნიშნავს. ჩანჩქერი ხურ მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფლის …

Read More »

იმამზადე თაჰერ

იმამზადე თაჰერი, ერთ-ერთი გამორჩეული საკულტო ნაგებობაა ალბორზის ოსთანში, ქალაქ ქარაჯში. ნაგებობა სეფიანთა პერიოდს ეკუთვნის და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სალოცავია. …

Read More »

ქარაჯის ისტორიული ქარვასლა

ქარაჯის ისტორიული ქარვასლა, ცნობილი სახელით შაჰ-აბასის ქარვასლა, ქვის და აგურის ნაგებობაა, რომელიც სეფიანთა პერიოდს მიეკუთვნება და  მდებარეობს ალბორზის ოსთანის ქალაქ …

Read More »

ასაფ ად-დოულეს ხიდი

ასაფ ად-დოულეს ხიდი მდებარეობს ქარაჯ-ეშთეჰარდის გზის მესამე კილომეტრზე,  მდინარე შურზე , რომელიც ნასრედინ შაჰის დროს, ასაფ ად-დოულეს ბრძანებით აშენდა. ასაფ …

Read More »