გაჩსარის ტიტების ბაღი

გაჩსარის ტიტების ბაღი მდებარეობს სოფელ გარმაბში, ქარაჯ-ჩალუსის გზის 25-ე კილომეტრზე მდებარეობს. ბაღი გასული საუკუნის 80-იან წლებში გაშენდა და თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის. ბაღი არც ისე დიდია, მისი ფართობი დაახლოებით ერთი ჰექტარია. აქ მოჰყავთ ტიტების უამრავი სახეობა. ამ ფერად სამოთხეში ყოველწლიურად, ორდიბეჰეშთის თვეში (21 აპრილი – 21 მაისი), იმართება ტიტების ფესტივალი. ბაღი ხშირად მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს. ტიტების ფესტივალთან ერთად, აქ იმართება წიგნების, მცენარეების და ყვავილების, ადგილობრივი ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. ირანში ტიტების დაახლოებით ოცი სახეობა ხარობს.

Next Prev
Next Prev

Check Also

ამირ ქაბირის კაშხალი

ამირ ქაბირის კაშხალი, ასევე ცნობილი სახელით ქარაჯის კაშხალი, აშენდა 1959-1961 წლებში მდინარე ქარაჯზე და არის …