იმამზადე თაჰერ

იმამზადე თაჰერი, ერთ-ერთი გამორჩეული საკულტო ნაგებობაა ალბორზის ოსთანში, ქალაქ ქარაჯში. ნაგებობა სეფიანთა პერიოდს ეკუთვნის და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სალოცავია. როგორც აღვნიშნეთ ნაგებობის ნაწილი სეფიანთა პერიოდით თარიღდება, ხოლო სხვა ნაწილი თანამედროვე პერიოდს მიეკუთვნება. სალოცავის მიწის ტერიტორიის ფართობი, ექვს ჰექტარზე მეტია, სადაც სალოცავის შენობა თავისი შიდა ეზოთი, პარკი, საბავშვო სივრცე, ავტოსადგომი, სასაფლაო და ულამაზესი შადრევნებით გაფორმებული ბულვარია გაშენებული. იმამზადე თაჰერთან არსებული სასაფლაო, ერთგვარ პანთეონს წარმოადგენს, სადაც არაერთი გამოჩენილი მოღვაწე, მწერალი და ხელოვანია დაკრძალული, მათ შორის ცნობილი ირანელი პოეტი აჰმად შამლუ.

Next Prev
Next Prev

Check Also

გაჩსარის ტიტების ბაღი

გაჩსარის ტიტების ბაღი მდებარეობს სოფელ გარმაბში, ქარაჯ-ჩალუსის გზის 25-ე კილომეტრზე მდებარეობს. ბაღი გასული საუკუნის 80-იან …