ამირ ქაბირის კაშხალი

ამირ ქაბირის კაშხალი, ასევე ცნობილი სახელით ქარაჯის კაშხალი, აშენდა 1959-1961 წლებში მდინარე ქარაჯზე და არის პირველი მრავალფუნქციური კაშხალია ირანში. ქარაჯის კაშხალი და წყალსატევი, ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან პოპულარულია როგორც რეკრეაციული და სპორტული შეჯიბრებების ადგილი. კაშხალი და ხელოვნური წყალსატევი, ქალაქ ქარაჯის ჩრდილოეთით,  ქარაჯ-ჩალუსის გზის 25-ე კილომეტრზე მდებარეობს. კაშხლის ბეტონის კონსტრუქციის სიმაღლე 180 მეტრია, მისი წყალგამყოფი სიგრძე 764 კილომეტრია. წყლის საშუალო წლიური შემოდინება წყალსაცავში 472 მილიონი კუბური მეტრია. კაშხლის წყალსაცავის საერთო სიმძლავრეა 202 მილიონი კუბური მეტრი.

წყალსაცავის წყლის ზედაპირის  ფართობი 4000 ჰექტარია.  ამირ ქაბირის კაშხალი არის პირველი მრავალფუნქციური კაშხალია ირანში და თეირანის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი  წყარო. ამირ ქაბირის კაშხალი აშენდა როგორც მრავალპროფილიანი კაშხალი, თეირანის წყლით მომარაგების, ასევე ქარაჯში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით. იგი უზრუნველყოფს 50,000 ჰექტარზე მეტი სასოფლო სამეურნეო მიწის სარწყავ საჭიროებებს ქარაჯთან სიახლოვეს. ელექტროსადგური უკვე თითქმის ორმოცდაათი წელია, რაც ქვეყნის ელექტროქსელის ნაწილს შეადგენს;  კაშხლის ტბა-წყალსაცავი, ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ზაფხულის ცხელ დღეებში, აქ უამრავ დამსვენებელს შეხვდებით.

Next Prev
Next Prev

Check Also

გაჩსარის ტიტების ბაღი

გაჩსარის ტიტების ბაღი მდებარეობს სოფელ გარმაბში, ქარაჯ-ჩალუსის გზის 25-ე კილომეტრზე მდებარეობს. ბაღი გასული საუკუნის 80-იან …