თალეყანის კაშხალი და წყალსაცავი

თალეყანის წყალსაცავი და კაშხალი მდებარეობს მდინარე შაჰრუდზე, ალბორზის ქედის სამხრეთით, ქალაქ ქარაჯიდან 100 კმ-ზე. კაშხლის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და 2006 წელს დასრულდა.

თალეყანის მიწაყრილი კაშხალი ზღვის დონიდან 1789 მეტრ სიმაღლეზე, მდინარის კალაპოტიდან 103 მეტრში მდებარეობს. თალეყანის წყალსაცავის  სიგრძე 15 კილომეტრს შეადგენს. ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინებით, კაშხლის გარშემო მწვანე მდელოები გაჩნდა.  თალეყანში, წყალსაცავის გარდა, აუცილებლად უნდა მოინახულეთ ახლომდებარე სოფლები და გარშემო არსებული ხელუხლებელი და უნიკალური ბუნება.

თალეყანის კაშხალზე აშენებული ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ელექტროენერგიის წარმადობა 18 მეგავატია. წყალსაცავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქ ქარაჯის წყლით მომარაგების საკითხში. კაშხლის სიმძლავრე და მოცულობა 420 მლ. მ3-ია, საიდანაც მხოლოდ 329 მლ. მ3-ის გამოყენებაა შესაძლებელი. ასე რომ, კაშხალს გაცილებით დიდ მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, ვიდრე მხოლოდ გასართობი და ტურისტული სანახაობაა.

Next Prev
ا
Next Prev

 

Check Also

ამირ ქაბირის კაშხალი

ამირ ქაბირის კაშხალი, ასევე ცნობილი სახელით ქარაჯის კაშხალი, აშენდა 1959-1961 წლებში მდინარე ქარაჯზე და არის …