ზინეგანის ულამაზესი გამოქვაბული, ილამის ოსთანს სალეჰაბადის ოლქში, ქალაქ მეჰრანში. ის ღია ტიპის გამოქვაბულებს მიეკუთვნება, რომლის სიგრძე დაახლოებით ერთ კილომეტრია. მის ვიწრო გასასვლელებში წყალი ჩამოედინება, რომლის სიღრმე ზოგ ადგილებში 5 სანტიმეტრს აღწევს. გამოქვაბულში უამრავი ბუნებრივი სტალაქტიტია. აქ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო მცენარეული საფარია, გამოქვაბულის კლდის ქვებს სხვადასხვა ადგილას განსხვავებული შეფერილობა აქვს; ჰაერი ცივი და ნოტიოა; მღვიმის შიდა და გარე ტემპერატურას შორის სხვაობა ზოგჯერ 20 გრადუსს აღემატება და ამიტომ ზინეგინი ცნობილია როგორც სამოთხის გამოქვაბული სადაც თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. ზინეგანის გამოქვაბულია, ადგილობრივი თუ ჩამოსული ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოსანახულებელი ადგილია.