სემირომის ჩანჩქერი მდებარეობს ქალაქ სემირომის აღმოსავლეთით 4 კმ., ხოლო ქალაქ ისპაჰანიდან სამხრეთით 160 კმ. მანძილის მოშორებით, ამავე სახელწოდების ხეობის სიღრმეში. მისი სიმაღლე 35 მეტრია. ჩანჩქერი და მის ირგვლივ არსებული სასიამოვო ბუნებრივი გარემო, ასევე კეთილმოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა, ბევრ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტს იზიდავს, განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულის ცხელ დღეებში. სემირომის ჩანჩქერი 91-ე ბუნებრივი ძეგლია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციამ 2011 წლის 11 თებერვალს შეიტანა ირანის ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორების ზემოქმედების გამო, სამწუხაროს სემირომის ჩანჩქერი გაშრობის საფრთხის ქვეშ იმყოფება.
Check Also
ჩაჰარბაღის ბულვარი
ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის …