სამტრედე კოშკები

ისპაჰანის შემოგარენში მტრედებისათვის უამრავი უნიკალური კონსტრუქციის კოშკი იყო აშენებული, რომელთაგან დღეს მხოლოდ სამი ათასამდე კოშკი შემორჩა. მტრედების კოშკი ცილინდრული ფორმისაა, ნაშენებია ალიზის აგურითა და თაბაშირით. ტიპიური კოშკის საშუალო სიმაღლე 18 მ., ხოლო დიამეტრი 10 დან 22 მეტრამდეა. თითოეულ ასეთ კოშკში 20-25 ათასი მტრედი ეტეოდა. სამტრედე კოშკის ბინადარნი დაცულნი იყვნენ  ყვავების, ქორების, ბუების და სხვა მტაცებელი ფრინველების თავდასხმისგან, რადგან კოშკში მცირე ზომის შესასვლელი საშუალებს არ აძლევდა მათზე მონადირე ფრინველებს კოშკში შეეღწიათ. სამტრედე კოშკში ბუდეები ისე არის განლაგებული, რომ მტრედებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება არ ეზღუდებათ.

Next Prev
Next Prev

 

Check Also

ჩაჰარბაღის ბულვარი

ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის …