ჩეჰელ სოთუნის სასახლე

ჩეჰელსთუნის, ანუ ორმოც სვეტიანი სასახლე, აგებულია შაჰ აბას II -ის მმართველობის პერიოდში, 1647 წ., ქალაქის ისტორიულ ნაწილში. რეალურად სასახლეს ოცი სვეტი აქვს, რომლებიც სასახლის წინ დიდ მართკუთხა აუზში აირეკლებიან და ორმოცი სვეტის ილუზიას ქმნიან.

სასახლის ელეგანტურ მთავარ ფასადს წარმოადგენს გალერეა, რომლის სახურავი უჭირავს 20, თხელ, რვაწახნაგოვან ხის სვეტს. სვეტების სიმაღლე 13 მეტრია და მთლიანი კედრის ხისგანაა გამოთლილი. ოთხი ცენტრალური სვეტი ლომის ფორმის ქვის ბაზებზეა დამაგრებული. 1707 წლის ხანძრის შემდეგ, სვეტები შეიმკო სარკის მოზაიკით.

სასახლის დარბაზები მდიდრულადაა გაფორმებული ფრესკებით, რომლებიც ასახავენ მნიშვნელოვან მოვლენებს სეფიანთა დინასტიის ზოგიერთ მმართველთა ცხოვრებიდან. კედლის მხატვრობაში შეინიშნება ევროპული და ინდური მხატვრობის გავლენა. აღსანიშნავია, რომ ყაჯართა მმართველობის ეპოქაში, სასიყვარულო-ეროტიკული შინაარსის ფრესკები კირით იქნა შეთეთრებული, რაც მიზეზი გახდა იმისა, რომ ამ უნიკალურმა კედლის მხატვრობამ, თითქმის უვნებელი სახით მოაღწია ჩვენამდე.

სასახლის ცენტრალური ნაწილი უკავია აბას II ცერემონიალურ დარბაზს. მისი კედლები და ჭერი უხვადაა გაფორმებულია სტუკოთი და ლურჯი, ალისფერი, ზურმუხტისფერი მწვანე და ოქროს ტონებითაა მოხატული. სასახლის ინტერიერის გასაფორმებლად, რამდენიმე კილოგრამი ოქრო იყო გამოყენებული.

Next Prev
Next Prev

Check Also

ჩაჰარბაღის ბულვარი

ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის …