დიზინი არის ირანის ყველაზე დიდი და მსოლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სამთო-სათხილამურო კურორტი. დაარსდა 1969 წელს. არის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ აღიარებული ირანის ერთ-ერთი პირველი სამთო-სათხილამურო კურორტი, სადაც საერთაშორისო შეჯიბრებები იმართება სპორტის ზამთრის სახეობებში.
1969 წელს დიზინში დამონტაჟდა პირველი საწეველა. კურორტს აქვს 23 სათხილამურო ტრასა. დღესდღეობით მოქმედ ოთხ საბაგირო გზას და 25 საწეველას, მოთხილამურეები 2650 მეტრიდან 3600 მ. სიმაღლეზე აჰყავს. სათხილამურო სეზონი ნოემბერიდან აპრილ – მაისამდე გრძელდება. დიზინში კეთილმოწყობილი 2 სასტუმრო, 19 სასტუმრო-კოტეჯი და 5 რესტორანია.