ქერმანის საკრებულო მეჩეთი

ქერმანის საკრებულო მეჩეთი, იგივე მუზაფერის საკრებულო მეჩეთი, აშენებულია XIVს., მუზაფერიდების დინასტიის მმართველობის პერიოდში.  მუზაფერის საკრებულო მეჩეთი, ქერმანის ერთ-ერთი ძველი საკულტო ნაგებობაა. მეჩეთის აგების თარიღი 1349 წელია. მოგვიანებით, მიშენებების და რეკონსტრუქციის ხარჯზე არაერთი ცვლილება განიცადა; განახლდა დიდი ღია გლერეის დეკორატიული ფილები და გადახურვა, ხელმეორედ მოპირკეთდა ინტერიერის სვეტები, დაემატა შაბესთანი (ღამის სამლოცველო) ჩრდილოეთ ნაწილში.

აღმოსავლეთისკენ მიმავალი აღა მაჰმად ხან ყაჯარის მიერ ნასროლი ჭურვით ქერმანის საკრებულო მეჩეთი საგრძნობლად დაზიანდა; მოგვიანებით მოხდა მისის რესტავრირება. შენობის ყველაზე ღირებული ნაწილია საკურთხევლის მოზაიკური ფილები და მეჩეთის აღმოსავლეთი შესასვლელი.

Next Prev
Next Prev

Check Also

განჯ ალი ხანის ბაზარი

განჯ ალი ხანის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი  ქერმანში, აშენდა 1596-1621 წლებში. განჯ ალი ხანი იყო სეფიანთა ირანის …