ქონარ სანდალ-ის არქეოლოგიური ძეგლი

ქონარ სანდალ-ი არის ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი, ქერმანის პროვინციაში, ქალაქ ჯიროფტის სამხრეთით, სოფელ ქონარ სანდალში. ძეგლი რეგისტრირებული ირანის ეროვნულ ძეგლთა ნუსხაში.

ეს არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს ორ, ერთმანეთისგან მოშორებულ, 13 და 21 მეტრის სიმაღლის გორაკების ჯგუფს, პირობითი სახელწოდებით ქონარ-სანდალის გორაკი A და ქონარ სანდალის გორაკი B. B გორაკზე აღმოაჩინილია 13,5 ჰა. ფართობის ორსართულიანი ციხესიმაგრის ნანგრევები. ძეგლი უკავშირდება „ჯიროფტის კულტურას” (ძვ.წ.ა. 3000-2000წწ.).

ქონარ სანდალის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, იუსეფ მაჯიდზადეს აზრით, ძეგლი მიკუთვნება ბრინჯაოს ხანის დამოუკიდებელ ცივილიზაციას, საკუთარი ენით და არქიტექტურით, და ამ ცივილიზაციას, შუმერული მითოლოგიის მიხედვით, არათას სამეფოსთან აიგივებდა. სხვა ჰიპოთეზის თანახმად, გათხრილი ძეგლი, შუმერულ წყაროებში მოხსენიებული ქალაქი-სახელმწიფო მარჰშია. ოპონენტები მაჯიდზადეს ამ ჰიპოთეზებს სკეპტიკურად შეხვდნენ.

 

Next Prev
ا
Next Prev

Check Also

განჯ ალი ხანის ბაზარი

განჯ ალი ხანის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი  ქერმანში, აშენდა 1596-1621 წლებში. განჯ ალი ხანი იყო სეფიანთა ირანის …