განჯ ალი ხანის ბაზარი

განჯ ალი ხანის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი  ქერმანში, აშენდა 1596-1621 წლებში. განჯ ალი ხანი იყო სეფიანთა ირანის ჯარის სარდალი, შაჰ-აბას I-ის ერთგული მსახური, 1596 წელს დაინიშნა ქერმანის პროვინციის მმართველად. 1624 წელს სარდლობდა ირანის არმიის დანაყოფს ბაღდადის აღების დროს, რა დროსაც დაავადდა მოურჩენელი სენით და გარდაიცვალა 1625 წლის დასაწყისში. შაჰმა ის დიდი პატივით ქერმანში გადმოასვენა და დაკრძალა მისსავე სახელობის კომპლექსში.

განჯ ალი ხანის ისტორიულ-კულტურულ კომპლექსში შემავალი კიდევ ერთი საინტერესო ნაგებობაა ბაზარი, რომელიც ასევე, განჯ ალი ხანის სახელითაა ცნობილი. წარმოადგენს ტრადიციულ აღმოსავლურ ბაზარს. ბაზარი განჯ ალი ხანის მოედნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ინტერიერი გაფორმებულია დახვეწილი თაბაშირის სტუკოებით და კედლის მხატვრობით. მიუხედავად მათი სიძველისა, დაახლოებით 400 წლისა, დეკორები კარგად არის შემონახული. ბაზრის სიგრძე 93 მეტრია და ის 16 თაღოვანი ღია გალერეით, განჯ ალი ხანის მოედანს უკავშირდება.

Next Prev
Next Prev

Check Also

იმამის საკრებულო მჩეთი

იმამის, იგივე მალექის საკრებულო მეჩეთი, ქერმანის ყველაზე ძველი და დიდი მეჩეთი, აშენდა XI ს. სელჩუკთა …