განჯ ალი ხანის აბანო

განჯ ალი ხანის ისტორიულ-კულტურულ კომპლექსი  ქერმანში, აშენდა 1596-1621 წლებში. განჯ ალი ხანი იყო სეფიანთა ირანის ჯარის სარდალი, შაჰ-აბას I-ის ერთგული მსახური, 1596 წელს დაინიშნა ქერმანის პროვინციის მმართველად. 1624 წელს სარდლობდა ირანის არმიის დანაყოფს ბაღდადის აღების დროს, რა დროსაც დაავადდა მოურჩენელი სენით და გარდაიცვალა 1625 წლის დასაწყისში. შაჰმა ის დიდი პატივით ჩამოასვენა ქერმანში და დაკრძალა მისსავე სახელობის კომპლექსში.

განჯ ალი ხანის კომპლექსში შემავალი აბანო, ცნობილი სახელით განჯ ალი ხანის  აბანო, აშენდა 1611 წელს. მდებარეობს ამავე სახელწოდების მოედნის სამხრეთ ნაწილში, ვაქილის, იგივე განჯ ალი ხანის ბაზრის გვერდით. აბანოს შესასვლელი მოხატულია სეფიანთა ეპოქისათვის დამახასიათებელი ორნამენტებით, გუმბათოვანი გადახურვით. განჯ ალი ხანის აბანოები, წარმოადგენს უნიკალურ არქიტექტურულ ნაგებობას, რომლეიც გაფორმებულია დახვეწილი მოჭიული ფილებით, კედლის მხატვრობით, სტუკოებით, თაღებით და სხვა.

Next Prev
Next Prev

Check Also

იმამის საკრებულო მჩეთი

იმამის, იგივე მალექის საკრებულო მეჩეთი, ქერმანის ყველაზე ძველი და დიდი მეჩეთი, აშენდა XI ს. სელჩუკთა …