სპარსეთის ყურის ანთროპოლოგიური მუზეუმი

სპარსეთის ყურის ანთროპოლოგიური მუზეუმი, რომელიც  მდებარეობს ქალაქ ბანდარ აბასში, გაიხსნა 2008 წელს და წარმოადგენს  უდიდეს ანთროპოლოგიურ მუზეუმს ქვეყნის სამხრეთით. მუზეუმის სამსართულიანი შენობა, სამხრეთ ირანულ არქიტექტურულ სტილშია აგებული.

პირველ სართულზე განლაგებულია საზოგადოებრივი და სხვადასხვა ტიპის მომსახურების სივრცეები, სპეციალიზებული ბიბლიოთეკა და მუდმივმოქმედი გამოფენა.

მეორე სართულზე წარმოდგენილია საინტერესო ექსპოზიცია, რომელშიც შედის: ტრადიციული ბაზრის ნაწილი (რომელიც ასახავს ბაზრის და ვაჭრობის პირობებს ჰორმოზგანის მხარეში ექსპოზიციაში გამოყენებული 11 ცვილის ფიგურა); ორმუზის ციხის განთავისუფლება (აქ შთაბეჭდილებას ამძაფრებს ექსპოზიციის აუდიო გაფორმება – საბრძოლო ყიჟინა, ხმლების შეჯახება, შაშხანების, ქვემეხების  ხმები და ხუთი ცვილის ფიგურა, რომლებიც საომარ სცენებს განასახიერებენ); ნადირობა და მონადირეები (ამ ნაწილში ისმის ზღვის ტალღების და თოლიების  ხმა.  მეთევზის ოთხი ცვილის ფიგურა და ხის ნავი, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ამ მხარეში გავრცელებული მეთევზეობის, ნავების მშენებლობა, სათევზაო ბადის და ამ საქმიანობისთვის სხვა საჭირო იარაღების წარმოების თაობაზე  და სხვა …).

მესამე სართულზე მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილებაა. აქ წარმოდგენილია უძველესი და ისტორიული არტეფაქტები და სამუზეუმო ექსპონატები, რომლებიც თარიღდება  პრეისტორიულ პერიოდიდან ვიდრე თანამედროვე პერიოდით; აქ წარმოდგენილია ტერაკოტის, ქვის, სხვადასხვა ლითონის – რკინა, სპილენძი, ბრინჯაო, კერამიკის ნივთები; ასევე სამუზეუმო ექსპონატები,  რომლებიც თარიღდება სხვადასხვა ისლამური პერიოდით; ვერცხლის, ნიკელის, ბრინჯაოს და სპილენძის მონეტები.

Next Prev
Next Prev

Check Also

გენოუს თერმული წყაროები

გენოუს ცხელი, სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი ცხელი წყალი მოედინება ამავე სახელწოდების მთების ხეობაში, ქალაქ ბანდარ …