ნასერის მეჩეთი

ნასერის მეჩეთი მდებარეობს ქალაქ ბენდარ აბასში (ჰორმოზგანის მხარე) და აშენდა 1925 წელს მოჰამედ ალი ნასერი ჰეიდრაბადის მიერ. ნასერის მეჩეთის სამშენებლო სტილი შთაგონებულია სამხრეთ ირანის ტრადიციული არქიტექტურით; ჭერი დამზადებულია სანდალის ხის მასალისგან. მეჩეთის ძირითადი სტრუქტურა შედგება ცენტრალური გუმბათისაგან, ლამაზი გეომეტრიული რელიეფური მოტივებით და ორი მინარეთისგან. მთავარი შესასვლელი კარი ხისაა, რომელსაც ლამაზ შიდა ეზოში შევყავართ. მეჩეთს აქვს საინტერესო ფორმის სტუკოს ორნამენტები, გუმბათი გაფორმებულია ყურანის აიებით, ხოლო ფანჯრები რვა ფურცლიანი ყვავილის მოტივებიანი ვიტრაჟებით.

Next Prev
Next Prev

Check Also

გენოუს თერმული წყაროები

გენოუს ცხელი, სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი ცხელი წყალი მოედინება ამავე სახელწოდების მთების ხეობაში, ქალაქ ბანდარ …