ბანდარ აბასის ინდუისტური ტაძარი

ინდუისტური ტაძარი მდებარეობს ქალაქ ბანდარ აბასის ცენტრში; დაპროექტდა და აშენდა 1888 წელს ამ ქალაქში მცხოვრები ინდოელი ვაჭრების ჯგუფის მიერ. ინდუისტური ტაძრის არქიტექტურაზე, მშენებლობის გეგმასა და დეკორზე, აშკარად ჩანს ჩრდილოეთ ინდოეთში გავრცელებული ინდუისტური, ვიშნუს და შივას ღმერთების თაყვანისცემის ტაძრების ტრადიციული არქიტექტურის გავლენა. ტაძრის მშენებლობაზე გამოყენებულია ისეთი მასალები, როგორიცაა დატეხილი ქვა, თიხა-ცემენტის ხსნარი, მარჯნის რიფები, თაბაშირი. ტაძარს აქვს წრიული ფორმის თეთრი ფასადი, მაღალი, წვეტიანი გუმბათი და მცირე ზომის კოშკურები. ნაგებობა წარმოადგენს ოთხკუთხა ფორმის დარბაზს, მუყარნებით შემკული გუმბათით, რომელიც მკვეთრად გამოირჩევა ირანული ისტორიული შენობების გუმბათის არქიტექტურისგან. ტაძარს აქვს 72 კოშკურა, რომელიც შემკულია ლოტოსის ყვავილის (წყლის შროშანი) გამოსახულებით, ცენტრში აღმართულია მთავარი გუმბათი, რომელიც ტაძრის უმაღლესი წერტილია. შენობის ჩრდილოეთ ნაწილში არის ამბიონი და ტაძრის მთავარი დარბაზი. ტაძარს აქვს ოთხი ღია დერეფანი, რათა მომლოცველებმა შეძლონ გარს შემოუარონ ტაძარს. ამ ღია თაღოვანი დერეფნის ერთი გასასვლელიდან, სპირალურ კიბეს სახურავზე ავყავართ.  ტაძარი ირანსა და ინდოეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობების და ურთიერთქმედებების მნიშვნელოვანი ნიმუშია.

Next Prev
Next Prev

Check Also

ლათიდანის ხიდი

ლათიდანის ხიდი ისტორიული ძეგლია, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ირანში, ჰორმოზგანის ოსთანში, ქალაქ  ბანდერ აბასის დასავლეთით 70 …