გენოუს თერმული წყაროები

გენოუს ცხელი, სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი ცხელი წყალი მოედინება ამავე სახელწოდების მთების ხეობაში, ქალაქ ბანდარ აბასის ჩრდილო – აღმოსავლეთით, ქმნის  ულამაზეს ტრავერტინებს და ოხშივარადენილ პატარ-პატარა ჩანჩქერებსაც. მიეკუთვნება გოგირდ–ტუტოვან თერმებს, მდიდარია ქლორით და სულფატებით. ზამთარში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 41 გრადუსია. გამოირჩევა სასარგებლო სამკურნალო თვისებებით კანის დაავადებების სამკურნალოდ. თერმული წყლების ქიმიური შემადგენლობა და მათი მაღალი ტემპერატურა განაპირობებს მის წყლებში და ახლომდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა და მცენარეთა სიმწირეს. ამ ადგილას კარგადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, აშენდა რეკრეაციული და სპა კომპლექსები, ველო ბილიკები და საბაგირო ტრასა, სავაჭრო ცენტრი, რესტორნები და ტრადიციული ტავერნები.

Next Prev
Next Prev

Check Also

ლათიდანის ხიდი

ლათიდანის ხიდი ისტორიული ძეგლია, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ირანში, ჰორმოზგანის ოსთანში, ქალაქ  ბანდერ აბასის დასავლეთით 70 …