ლათიდანის ხიდი

ლათიდანის ხიდი ისტორიული ძეგლია, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ირანში, ჰორმოზგანის ოსთანში, ქალაქ  ბანდერ აბასის დასავლეთით 70 კმ-ზე. ხიდი აშენებულია მდინარე ქოულზე,  ამიტომ მას ასევე ქოულის ხიდსაც უწოდებენ. ლათიდანის ხიდი აშენებულია სეფიანთა ეპოქაში,  შაჰ აბას დიდის მმართველობის დროს, სპარსეთის ყურიდან პორტუგალიელების განდევნის კამპანიის ჩასატარებლად, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ხიდი  სავაჭრო ქარავნების მიერ გამოიყენებოდა. ლათიდანის ხიდი 233 მალიანია, მისი სიგრძე 1000 მეტრზე მეტია და  ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ისტორიული ხიდია ირანში. ეს ხიდი, სეფიანთა ეპოქის ინჟინრული შედევრია და სეფიანთა პერიოდის სხვა ხიდებისგან განსხვავებით, რომლებიც აგურითაა ნაგები, ამორფული ქვებითაა აშენებული.

Next Prev
Next Prev

Check Also

გენოუს თერმული წყაროები

გენოუს ცხელი, სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი ცხელი წყალი მოედინება ამავე სახელწოდების მთების ხეობაში, ქალაქ ბანდარ …