თარი

თარი აღმოსავლური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტია, გავრცელებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, ავღანეთში, ერაყში, ირანში, თურქეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. თარი წარმოადგენს საბაზისო ინსტრუმენტს აზერბაიჯანულ და ირანულ ტრადიციულ მუსიკაში, რომელმაც ძირფესვიანი გავლენა მოახდინა ამ ქვეყნების კლასიკური მუსიკის მიმდინარეობის ტენდენციებზე. საკრავის კორპუსი მზადდება თუთის ხისაგან; პატარა ზომის თარები მთლიანი ხისაგან, დიდი ზომისა – ორი ცალკეული ნაწილისაგან. ზედა მხარეს გადაკრულია მემბრანა (ბუშტი ან თევზის ტყავი). ყელზე აქვს 11-დან 26-მდე საქცევი, ნაწლავის სიმების მასალისა. თავი ვიწრო კოლოფია, რომელშიც სიმების დამჭერი ხის მოქლონებია ჩასმული. ხშირად კორპუსი, ყელი და თავი სადაფითა და ძვლით არის ინკრუსტირებული. სიმები ლითონისა და თითბრისაა, რაოდენობა  5-დან 14-მდე. თანამედროვე თარი 5-6-სიმიანია. იყოფა ორ ჯგუფად: ძირითად და დამატებითად. დაკვრის დროს საკრავი შემსრულებელს უდევს მუხლებზე, მიბჯენილი გულთან, ბგერის ვიბრირების მიზნით დროდადრო არხევს. სიმებზე ჩამოსაკრავად გამოიყენება მედიატორი. აქვს ძლიერი ბგერა და დიდი საშემსრულებლო შესაძლებლობანი: რთული მელოდიები, ჩქარი, მაღალი მელოდია; დაბალ რეგისტრში ტემბრი რბილი და ხავერდოვანია. თარი არის სოლო, საანსამბლო და საორკესტრო საკრავი.

Next Prev
Next Prev

Check Also

დოთარი

დოთარი კიდევ ერთი ირანული სიმებიანი საკრავია, რომელიც ასევე გავრცელებულია შუა აზიის ხალხთა შორის. დოთარი გრძელყელიანი …