დოლი

დოლი, ან ბობღანი, კიდევ ერთი ირანული დასარტყმელი მუსიკალური ინსტრუმენტია, რომელიც ფართოდ გამოიყენება სადღესასწაულო ცერემონიებზე, ძირითადად ირანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში. ყველაზე გავრცელებულია ქურთ მოსახლეობაში, თუმცა ამის მიუხედავად, გვხვდება ირანის სხვადასხვა კუთხეში და მთელ მსოფლიოში. ბობღანი და ზურნა ჩვეულებრივ ერთად გამოიყენებოდა ჯგუფური ცეკვების დროს. აქვს ძალიან ხმამაღალი ხმა, რომელიც ყურადღებას იპყრობს. ბობღანის ცილინდრი ხისაა, ორივე მხრიდან კამეჩის ან ძროხის ტყავი აქვს გადაკრული; მუსიკოსს თოკით მხარზე აქვს გადაკიდებული და  უკრავს ხელის შემორტყმით ან ჯოხებით –  მარჯვენა ხელში ხის სქელ ჯოხს იღებენ, მარცხენაში კი თხელს. სქელი ჯოხით დარტყმის შედეგად გამოსცემენ ხმამაღალ ხმას, თხელი ჯოხი გამოიყენება ყრუ, მშვიდი ბგერების ამოსაღებად. ახლო აღმოსავლეთში ამ დასარტყმელი ინსტრუმენტის განსხვავებული ფორმები გვხვდება.

Next Prev
Next Prev

Check Also

დოზალე

დოზალე ირანულ ხალხური ჩასაბერი საკრავია. ამზადებენ ხის ან ლერწმის მილისაგან, რომელსაც უკეთებენ სხვადასხვა რაოდენობის თვლებს. …