დოთარი

დოთარი კიდევ ერთი ირანული სიმებიანი საკრავია, რომელიც ასევე გავრცელებულია შუა აზიის ხალხთა შორის. დოთარი გრძელყელიანი (გრძელ გრიფიანი) ინსტრუმენტია და მიეკუთვნება “უდის” ტიპის მუსიკალური ინსტრუმენტების ჯგუფს. დოთარი გვხვდება ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში და ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში. ირანში დოთარს უკრავენ ხორასანის პროვინციის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, განსაკუთრებით პოპულარულია გორგანისა და გონბადის თურქმენულ მოსახლეობაში. დოთარის ფორმა მცირედი სხვაობების გარდა, თითქმის ერთნაირია ყველა რეგიონში სადაც მას უკრავენ, მაგრამ განსხვავებულია დაკვრის ხერხი და მანერა. დოთარის დამზადებისას გამოიყენება ორი სახის ხე. დოთარის კორპუსი, მისი მსხლისებრი მუცელი თუთის ხისგან, ყელი კი კაკლის ან გარგარის ხისგან მზადდება.

Next Prev
Next Prev

Check Also

დოზალე

დოზალე ირანულ ხალხური ჩასაბერი საკრავია. ამზადებენ ხის ან ლერწმის მილისაგან, რომელსაც უკეთებენ სხვადასხვა რაოდენობის თვლებს. …