დაფი

დაფი აღმოსავლური დასარტყმელი საკრავია, რომელსაც ხის ვიწრო, წრიულ რკალზე, ცალ მხარეს თხის ტყავი ანდა თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული; დღეს, ნატურალური მასალის გარდა, ხელოვნური, პლასტიკის გადასაჭიმი ზედაპირიც გამოიყენება. რკალს შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაფი უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითებითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღებად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაფის რკალის სიმაღლე 5 – 6,5 სანტიმეტრი, ხოლო წრის დიამეტრი 50-55 სანტიმეტრია. დაფის რკალის შიდა მხარეს დამაგრებულ რკალებს ჯალაჯელ-ი ერქვა და დაფზე დამკვრელს ზოგჯერ ჯალაჯელზან-საც უწოდებდნენ ხოლმე.  დაფს დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითებითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღებად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაფს ხშირად ცეკვების აკომპანემენტისთვის იყენებდნენ. დასარტყმელ საკრავებს რიტმულ საკრავებსაც უწოდებენ და დაფის ერთ-ერთი დანიშნულება მუსიკალური ნაწარმოების მეტრ-რიტმის გამახვილება, მისი ნაირსახეობით წარმოდგენაა. დაფი ერთ-ერთი უძველესი საკრავია.

Next Prev
Next Prev

Check Also

დოზალე

დოზალე ირანულ ხალხური ჩასაბერი საკრავია. ამზადებენ ხის ან ლერწმის მილისაგან, რომელსაც უკეთებენ სხვადასხვა რაოდენობის თვლებს. …