დამამი

დამამ-ი ერთ-ერთი პოპულარული დასარტყამი ინსტრუმენტია, რომელიც ძირითადად გავრცელებულია ირანის სამხრეთში, განსაკუთრებით ქალაქებში ბუშეჰრი, ბორაზჯანი, ბანდარ-რიგი, ბანდარ-გენავე, აბადანი, ბანდარ-დირი და სამხრეთის სხვა ქალაქებში. დამამს აქვს ცილინდრული ფორმა, ორივე მხრიდან გადაკრული აქვს ტყავი, რომელიც ფიქსირდება რგოლებით ან ბაწრებით, რომლებიც Y-ის ფორმისაა. როდესაც ეს მუსიკალური ინსტრუმენტი მყარად არის  დამაგრებული მიწაზე, მასზე  ორივე ხელით არის შესაძლებელი დაკვრა. ხანდახან დამამს კისერზე იკიდებენ და ისე უკრავენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი გავრცელებულია ირანში, ის გვხვდება ინდოეთში და სხვა არაბულ და აფრიკულ ქვეყნებშიც. დასარტყამი ინსტრუმენტები, მათ შორის დამამიც, ჯადოსნურ ინსტრუმენტად ითვლებოდა – მასზე  უკრავდნენ უბედურების თავიდან ასაცილებლად  და ავი სულების განსადევნად,  სამგლოვიარო ცერემონიების, აგრეთვე სამხედრო ლაშქრობის დროს. როგორც ჩანს, ამ ინსტრუმენტს სახელწოდება, მისი ჟღერადობის მიბაძვით დაერქვა. დამამს იყენებენ სამხრეთ ირანში სხვადასხვა რიტუალებისა და ცერემონიების დროს, განსაკუთრებით აშურას რიტუალის დროს.

Next Prev
Next Prev

Check Also

დოზალე

დოზალე ირანულ ხალხური ჩასაბერი საკრავია. ამზადებენ ხის ან ლერწმის მილისაგან, რომელსაც უკეთებენ სხვადასხვა რაოდენობის თვლებს. …