ჩოღა-ზანბილი

ჩოღა-ზანბილის ზიკურათი, უძველესი, ელამის სახელმწიფოს დროინდელი კომპლექსია ირანის ხუზისტანის პროვინციაში. ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე ზიკურათიდან, რომლებიც მესოპოტამიის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ. ჩოღა-ზანბილი მდებარეობს ქალაქ სუზადან დასავლეთით  30 კმ. და ქალაქ აჰვაზიდან ჩრდილოეთით 80 კმ. დაშორებით.  ჩოღა-ზანბილი ძვ.წ 1250 წლით თარიღდება და აგებულიე მეფე უნთაშ-ნაპირიშას მიერ, დიდებული ღმერთის – ინშუშინაკის პატივსაცემად. მისი თავდაპირველი სახელი დურ-უნტაში იყო (უნტაშის ქალაქი). კომპლექსი დაცულია სამი კონცენტრირებული კდელით. ძვ.წ. 640 წელს, კომპლექსი ასურეთის მეფე ასურბანიფალმა მნიშვნელოვნდა დაანგრია. მიჩნეულია, რომ ჩოღა-ზანბილი საუკეთესოდ შემონახული ზიკურათია მთელ მსოფლიოში. 1979 წელს, ის პირველი ძეგლი გახდა ირანიდან, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. (მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  მე-3 (უნდა წარმოადგენდეს რომელიმე კულტურული ტრადიციის ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველ უნიკალურ ან განსაკუთრებულ ნიმუშს) და მე-4 პუნქტების (უნდა წარმოადგენდეს ნაგებობის, არქიტექტურული ანსამბლის ან ლანდშაფტის ღირსშესანიშნავ მაგალითს, რომელიც ასახავს კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს(ებს) თანახმად​).

.

Next Prev
Next Prev

Check Also

სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. …