შუშტარის ირიგაციული ისტორიული სისტემა

შუშტარის ირიგაციული ისტორიული სისტემა, კუნძულოვანი ქალაქის შუშტარის სარწყავი კომპლექსური სისტემაა სასანიდების ეპოქიდან. მდებარეობს ხუზისტანის პროვინციაში. ინჟინერიის შემოქმედებითი გენიის შედევრი, რომელიც აქემნიდების და სასანიდების ეპოქაში შიქმნა, წარმოადგენს 13 ურთიერთდაკავშირებული ისტორიული ძეგლის  კომპლექსს, მათ შორის: ხიდები, კაშხლები, წისქვილები, ჩანჩქერები, არხები და უზარმაზარი წყლის გამტარი გვირაბები. მდინარე ქარუნზე მდებარე 500 მეტრი სიგრძის კეისრის დამბა, წარმოადგენდა შუშტარის ირიგაციული ისტორიული სისტემის მთავარ ნაგებობას, რომელთა მეშვეობითაც ქალაქი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას ზრდიდა. ხიდი მრავალჯერ შეაკეთეს და აქტიურად გამოიყენებოდა XIX საუკუნის ბოლომდე. 2009 წელს, შუშტარის ირიგაციული ისტორიული სისტემა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად (უნდა წარმოადგენდეს ადამინიას შემოქმედებითი გენიის ნიმუშს; უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე; უნდა იყოს ტრადიციული საცხოვრისის ან მიწათმოქმედების გამორჩეული მაგალითი, რომელიც წარმოადგენს რომელიმე კულტურას( კულტურებს), განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს კულტურა საფრთხის წინაშეა შეუქცევადი ცვლილებების გამო) შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. …