ნიავარანის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი – საჰებყარანიეს სასახლე

ეს სასახლე აშენდა ნასერედინ შაჰ ყაჯარის ბრძანებით, ნიავარანის ბაღის ვცელ ტერიტორიაზე, ფათჰ ალი შაჰის დროიდან შემორჩენილი უფრო პატარა შენობის ადგილას. საჰებყარანიეს სასახლის გარდა, ნასრედინ შაჰის პერიოდში ამ ტერიტორიაზე სხა ბევრი შენობა-ნაგებობა აიგო, მათ შორის სასამართლოს შენობა, სათვალთვალო კოშკი, საყარაულო სახლი, სამზარეულო და და სხვა. დღეს ამ ძველი კომპლექსის მხოლოდ მთავარი, საჰებყარანიეს სასახლეა შემორჩენილი. რეზა შაჰ ფეჰლევის მართველობის პერიოდში, სასახლის შენობაზე და მის დეკორაციებში ბევრი ცვლილება განხორციელდა. შენობის ძირითადი ნაწილი სწორკუთხა, ორსართულიანი შენობაა. ამ შენობის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეებია პირველი სართულის ცენტრალურ ნაწილში ეგრეთწოდებული „ჰოუზხანა“, საზაფხულო მოსასვენებელი სიცრცე, ქვედა სართულის ცენტრალურ ნაწილში და ზედა სართულზე დარბაზი „ჯაჰანემა“, უხვად მორთული თაბაშირის სტუკოებით და დეკორაციებით; სასალლის ორივე სართულზე  გრძელი დერეფნებია, რომლებიც ცენტრალური ნაწილიდან სასახლის ორ მხარეს, სხვადასხვა ოთახებამდე მიდიან.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …