წარწერათა კოლექცია ნიავარანის კულტურულ-ისტორიული კომპლექსის ბაღში

ნიავარანის სასახლის აღმოსავლეთ ეზოში შეიქმნა საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ქვაზე ამოტვიფრული წარწერების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია. ისტორიული წარწერები კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ნაწილია. ირანში, მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში, ისტორიული წარწერების მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ნიმუშებია თავმოყრილი. ეს წარწერები ქვეყნის მასშტაბით მიმოფანტულია, და ზოგჯერ მიუწვდომელია მსურველთათვის. ნიავარანის ისტორიულ-კულტურულმა კომპლექსმა, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის, ენისა და დიალექტის შესწავლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ნიავარანის კომპლექსის ბაღის ამ ნაწილში, ხელმისაწვდომი გახადა მნახველისათვის, ქვეყნის მსშტაბით სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული, ირანული წერილობითი მემკვიდრეობის (მათი ასლების რაღათქმაუნდა) ერთ ადგილას თავმოყრა და მუდმივმოქმედი გამოფენის მოწყობა.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …