ისპაჰანის საკრებულო მეჩეთი

ისპაჰანის საკრებულო მეჩეთი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ისპაჰანის ძველი მეჩეთი ან ისპაჰანის პარასკევის ლოცვის მეჩეთი, ქალაქის ერთ – ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია, რომელიც VIII საუკუნით თარიღდება. თავდაპირველად მეჩეთი მცირე ზომის იყო; IX საუკუნეში,  მეჩეთის ძველი შენობა დაანგრიეს და მის ადგილას უფრო დიდი,  სვეტიანი შენობა ხის სახურავით ააგეს, რომლის სვეტებისა და კედლების ნაწილიც დღემდე შემორჩენილია. ძეგლზე ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები სელჩუკთა პერიოდში განხორციელდა; 1121 წელს, რაბიოლ-ავალის თვეში, ისმაილიტებმა მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს და გადაწვეს. შემდგომში მეჩეთი კვლავ აღადგინეს. მეჩეთის დღევანდელი სახე, არის შედეგი მუდმივი მშენებლობის, რეკონსტრუქციების, მიშენებებისა და სარემონტო სამუშაოებისა, რომელიც აქ მიმდინარეობდა 771 წლიდან მოყოლებული XX საუკუნის ბოლომდე. 2012 წელს, იუნესკომ ეს მეჩეთი შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

Next Prev

 

Next Prev

Check Also

ჩაჰარბაღის ბულვარი

ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის …