შირინისა და ფარჰადის თაღი, ისტორიული ნაგებობა სასანიანთა ეპოქიდან, რომელიც მდებარეობს ქუშქის უღელტეხილის მახლობლად, სოფელ ჩეჰელ ზარისთან, ზარნეს ოლქში. ნაგებობა მიწაში გამოკვეთილი მცირე ზომის, კვადრატული გეგმის ოთახია თაღოვანი ჭერით, რომლის სიგრძე 320 სანტიმეტრი, სიგანე 290 სანტიმეტრი და სიმაღლე 220 სანტიმეტრია. ჩრდილოეთის კედელზე მცირე ზომის ღიობია. ძეგლი რეგისტრირებულია ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში 2003 წლის 8 მარტს, სარეგისტრაციო ნომრით 7969.
Check Also
ზინეგანის გამოქვაგული
ზინეგანის ულამაზესი გამოქვაბული, ილამის ოსთანს სალეჰაბადის ოლქში, ქალაქ მეჰრანში. ის ღია ტიპის გამოქვაბულებს მიეკუთვნება, რომლის …