ილხანური ხელოვნების მუზეუმი მარაყეში

მარაყეს ილხანური ხელოვნების სპეციალიზებულმა მუზეუმმა თავისი საქმიანობა 1996 წელს დაიწყო. მუზეუმის მიზანია წარმოაჩინოს ქალაქის გამორჩეული მნიშვნელობა კონკრეტულად ამ ისტორიულ მონაკვეთში. მუზეუმში დაცულია ღირებული კოლექციები, მათ შორის მონეტების, მინის, კერამიკის ჭურჭლის.

აქ დაცული მონეტების კოლექცია, ისლამური მონეტების ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი კოლექციაა; მონეტების უმეტესობა ვერცხლისა და ოქროსია, რომლებიც მოჭრილია სპეციალური შემთხვევებისა და სადღესასწაულო თარიღებთან მიმართებაში,  ასევე არის სპილენძის მონეტები, რომლებიც გამოიყენებოდა ყოველდღიური გარიგებებისთვის.

ილხანთა დინასტიის მმართველობის ეპოქის სამეთუნეო ხელოვნებას, ისლამური მეთუნეობის ოქროს ხანა შეიძლება ეწოდოს. გამოირჩევა სხვადასხვა ტექნიკითა და დეკორაციებით დამზადებული ჭურჭლის მრავალფეროვნებით.

რაც შეეხება ლითონის ნაკეთობებს, აქ წარმოდგენილია ღირებული ნიმუშები, მათ შორის ლითონის ჭურჭელი, ხელსაწყოები და ბრინჯაოს სასანთლეები, რომლებიც დამზადებულია ჩამოსხმისა და ჭედურობის ტექნიკის გამოყენებით. გარდა ამისა,  მუზეუმში ექსპონირებულია მარმარილოს საფლავის ქვები, მათზე ამოტვიფრული უჩვეულო გეომეტრიული ფიგურებით.

Next Prev
Next Prev

Check Also

მითრას ტაძარი

მეჰრის/მითრას ტაძარი მარაყეში, 1977 წლის 10 დეკემბერს, სარეგისტრაციო ნომრით 1556, შსტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების …