საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომლპექსი – სასახლე-მუზეუმი „მელათი“

სასახლე-მუზეუმი მელათი, ეგრეთწოდებული „თეთრი სასახლე“, კომპლექსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგებობაა. საზეიმო და ოფიციალური ცერემონიების გარდა, სასახლე გამოიყენებოდა მუჰამედ რეზა შაჰ ფეჰლევის საზაფხულო რეზიდენციად.სასახლის მშენებლობა 1931 წელს, მოჰამად რეზა შაჰის ბრძანებით დაიწყო და ხუთი წლის შემდეგ დასრულდა. მშენებლობაში მონაწილეობდა არაერთი ცნობილი ირანელი და უცხოელი არქიტექტორი, ინჟინერი თუ მხატვარ-დეკორატორი. სასახლე აშენებული 2164 კვ. მეტრის ტერიტორიაზე, არის ორსართულიანი,  სულ 5000 კვ. მეტრი ფართობის. სასახლის დიდი საზეიმო დარბაზები გაფორმებულია არისტოკრატიულ, ფრანგულ სტილიში. სასახლე-მუზეუმში დაცულია უნიკალური ხალიჩები, რომლებიც ირანელი ხალიჩის ქსოვის ოსტატების დახვეწილი გემოვნების და ტექნიკის თვალსაჩინო ნიმუშებია. სასახლის დარბაზებში ექსპონირებულია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის კერამიკული ჭურჭლის უნიკალური კოლექცია; ზოგირთი დარბაზის კედლის საფარი, დამზადებულია ბუნებრივი აბრეშუმის და ატლასის ქსოვილებისგან.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …