დარაბადის ბუნების ძეგლების, ფლორისა და ფაუნის მუზეუმი მდებარეობს ულამაზეს ადგილას, თეირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ალბორზის მთისწინეთში.მუზეუმის კუბის ფორმის ორსართულიანი შენობა 1994 წელს აშენდა 12 ათასი კვ.მ.-ის ფართობზე. თავად შენობის ფართობი 3500 კვ. მ.-ია. მუზეუმის მიზანია, პირველ რიგში, გააცნოს საზოგადოებას ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობა და მოახდინოს გარემოს დაცვისა და ველური ბუნების პოპულარიზაცია. დარაბადის ველური ბუნების მუზეუმი 1997 წელს გახდა მუზეუმების საერთაშორისო ასოციაციის (ICOM) და გარემოს დაცვის მსოფლიო როგანიზაციის სასწავლო და კომუნიკაციების კომისიის (IUCN-CEC) წევრი.
დარაბადის მუზეუმს აქვს რამდენიმე განყოფილება და საექსპოზიციო სივრცე. ზოგიერთ დარბაზში, ინდივიდუალურად ან ჯგუფური სახით გამოფენილია ცხოველთა ფიტულები, სხვა ნაწილში, ვოლიერებში ცოცხალი ცხოველები ბინადრობენ.
ირანის ველური ბუნების მუზეუმის რამდენიმე განყოფილებაში და საექსპოზიციო სივრცეებში წარმოდგენილია ირანის მრავალფეროვანი ბიოლოგიური ნიმუშები: ძუძუმწოვრების კლასის ხუთი რიგის, მათ შორის კურდღელისნაირების, მღრღნელების, მტაცებელების, კენტჩლიქოსნებისა და წყვილჩლიქოსნების რიგის 13 ოჯახის, მათ შორის მათ შორის კურდღლისებრნის, ციყვისებრნის, თაგვისებრნის, ძაღლისებრნის, დათვისებრნის, კვერნისებრნის, აფთრისნაირების, კატისნაირების, ცხენისებრთა, ირემისებრთა, ძროხისებრთა, ღორისებრთა და ფარფლფეხიანების 26 -ზე მეტ სახეობას.
გარდა ამისა, მუზეუმში ნახავთ ირანის რნითოფაუნაში დაფიქსირებული 517 ფრინველის 165 სახეობას.
დარაბადის ველური ბუნების მუზეუმში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპონატია გადაშენებული ვეფხვის ტყავი. აქ ასევე შეხვდებთ ძუძუმწოვრების ორ ძალიან იშვიათ სახეობას – ონაგრს, იგივე ირანულ ზებრას და აზიურ ავაზას.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 8სთ-დან 20სთ-მსე, შაბათის გარდა. მისამართი: თეირანი, ნიავარანის მოედანი, დარაბადის პროსპექტი, მუზეუმის ქუჩა.