სიაჰგავის ტყუპი ტბები

სიაჰგავის ტყუპი ტბები მდებარეობს ილამის ოსთანში, ქალაქ აბდანანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 35 კმ-ზე. ამ ორ ტბას ერთმანეთთან აკავშირებს რტვა მეტრის სიგანის ბუნებრივი არხი, რომლის სიგრძე 70 მ., სიღრმე კი 11 მ.-ია. ტბებში წყალი სუფთა და ანკარააა, მდიდარია სხვადასხვა მინერალები, ვარგისის სასმელადაც. ამ რეგიონში ბინადრობს სხვადასხვა გარეული ცხოველი, მათ შორის აფთარი, ტურა, გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, მელა, აგრეთვე სხვადასხვა სახეობის ფრინველი, როგორიცაა ნაცრისფერი და დიდი თეთრი ყანჩა, უდაბნოს არწივი, ოქროსფერი არწივი, ევროპული უფეხურა და სხვა. იზრდება ისეთი მცენარეები, როგორებიცაა  გლერძი, ხეჭრელი, მოცვი, ლეღვი და ტირიფი.

Next Prev
Next Prev

Check Also

ზინეგანის გამოქვაგული

ზინეგანის ულამაზესი გამოქვაბული, ილამის ოსთანს სალეჰაბადის ოლქში, ქალაქ მეჰრანში.  ის ღია ტიპის გამოქვაბულებს მიეკუთვნება, რომლის …