კაფარინის სრუტე მდებარეობს ქალაქ ბადრეს ჩრდილოეთით, მთებს მიანქუჰი, ქაბირქუჰი და მანეშტს შორის. მისი სიგრძე დაახლოებით ორი კილომეტრია და სიმაღლე ზღვის დონიდან 700 მეტრი. ხეობის შესასვლელიდან დაახლოებით კილომეტრში მდებარეობს პატარა ტბა ზამზამი. ხეობაში მდინარე მოედინება , რომელიც ხეობის გავლის შემდეგ უფრო დიდ მდინარე სეიმარეს უერთდება. აქ ყურადღებას იქცევს პრეისტორიული პერიოდის კლდოვანი ლანდშაფტი. გარშემო ბუნება მრავალფეროვანია, მუხის ტყეებით სადაც სხვადასხვა სახეობის ცხოველები ბინადრობენ.
Check Also
ზინეგანის გამოქვაგული
ზინეგანის ულამაზესი გამოქვაბული, ილამის ოსთანს სალეჰაბადის ოლქში, ქალაქ მეჰრანში. ის ღია ტიპის გამოქვაბულებს მიეკუთვნება, რომლის …