ჩამ ნამეშთის ხიდი სასანური ეპოქით თარიღდება, მდებარეობს ილამის ოსთანში, დარეშაჰრის და სოფლების ყალამაბადის, ჩამქალანისა და ჩამნამეშთის სიახლოვეს მდინარე სეიმარეზე. ისტორიული ხიდი ჩამნამეშთი უახლოეს გასულ საუკუნეებშიც გამოიყენებოდა. დღეს ხიდის ნანგრევებიღაა შემორჩენილი, ხოლო მდინარემ რომელზე ხიდი იყო აშენებული, კალაპოტი იცვალა. ჩამ ნამეშთის ხიდი აშენებული იყო მდინარის ფართო ნაწილში; თავდაპირველად თრამეტმალიანი უნდა ყოფილიყო, რომელთაგან თითოეულის სიგანე 15 მეტრი, ხოლო ხიდის მთლიანი სიგრძე 270 მეტრი უნდა ყოფილიყო. ხიდის მშენებლობისას გამოყენებული იყო ქვის მასალა, თაბაშირის ხსნარი და თიხისა და კირქვის ნარევი.
Check Also
ზინეგანის გამოქვაგული
ზინეგანის ულამაზესი გამოქვაბული, ილამის ოსთანს სალეჰაბადის ოლქში, ქალაქ მეჰრანში. ის ღია ტიპის გამოქვაბულებს მიეკუთვნება, რომლის …