ბანდარ თორქმანი

ბანდარ თორქმანი საპორტო ქალაქია ირანის ჩრდილოეთით, გოლესტანის პროვინციაში, კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი აშენდა 1930-იან წლებში და მას ბანდარ შაჰი ეწოდა. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ქალაქს სახელი გადაერქვა და ეწოდა ბანდარ თორქმანი.

ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით 53 970 ადამიანია.

ეკონომიკა ემყარება სოფლის მეურნეობას, ხელოსნობას, მესაქონლეობას, თევზის რეწვას და ტურიზმს; ამ პორტის მახლობლად იწარმოება ირანული ხიზილალის 50 პროცენტი. ბანდარ თორქმანს ასევე “ბამბის კუნძულს” უწოდებენ. ნავსადგური მდიდარია ბამბის წარმოებით, რაც ბანდარ თორქმანს ქვეყანაში ბამბის სტრატეგიულ მწარმოებლებად აქცევს.

Next Prev
Next Prev

Check Also

ნაჰარხორანის ტყეპარკი

ნაჰარ ხორანი ტყეპარკი მდებარეობს გულისტანის ოსთანში, ქალაქ გორგანის სამხრეთით 4 კილომეტრი მანძილის მოშორებით და მხარის …