სამარხი გურდოხთარი

გურდოხთარი აქემენიდური პერიოდის ქვის სამარხია. მდებარეობს ბუშირის ოსთანში, დაშთესთანის შაჰრესთანში, მიანქუჰი ფოშთ-ფარის ველზე და წარმოადგენს სამხრეთ ირანის, კერძოდ კი ბუშირის პროვინციის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობას. ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა სახის, ან ვის ეკუთვნის ეს სამარხი/მემორიალი. არსებობს სხვადასვა ჰიპოთეზა, რომ სამარხი შეიძლება ეკუთვნოდეს დარიოს II-ის ვაჟს კიროს უმცროსს, ჩიშპიშს, კიროს I, კიროს დიდის ქალიშვილს ათუსას, კიროს დიდის დედას ან დას. ირანელ ისტორიკოსს, არქეოლოგს, აქემენიდური პერიოდის ირანის ისტორიის მკვლევარს შაფურ შაჰბაზის მიაჩნია, რომ სამარხი კიროს უმცროსს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ გურდოხთარის არქეოლოგიურ ძეგლზე 2000-იანი წლების შეა პეიოდში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, დღეს ძეგლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გურდოხთარის არქეოლოგიური ძეგლი, 1997 წლის 2 აგვისტოს, ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში დარეგისტრირდა, ნომრით 1897.

Next Prev
Next Prev
بو

Check Also

სირაფის კოშკურები

სირაფის კოშკურები, მდებარეობს უძველესი პორტის ნანგრევებზე, დღევანდელი ქალაქ სირაფში. წარმოადგენს ძველ და ვრცელ სასაფლაოს. სასაფლაოს …