აზერბაიჯანის მუზეუმი

აზერბაიჯანის მუზეუმი, მთავარი არქეოლოგიური და ისტორიული მუზეუმია ქალაქ თავრიზში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანში. დაარსდა 1958 წლის აპრილში. მუზეუმი შედგება სამი ძირითადი დარბაზისგან, გვერდითი ეზოსგან, ადმინისტრაციული ნაწილისა  და ბიბლიოთეკისგან. მუზეუმში ძირითადად დაცულია ირანის აზერბაიჯანში არქეოლოგიური  გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები, ფერწერული და სკულპტურული  ნამუშევრები. მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 2500-ზე მეტი წიგნი, როგორც ხელნაწერი, ასევე ბეჭდური, ისტორიის, არქეოლოგიის, ხელოვნებისა და ირანული კულტურის შესახებ. თეირანში ირანის ეროვნული მუზეუმის შემდეგ, აზერბაიჯანის მუზეუმს აქვს ყველაზე დიდი კოლექცია, რომელიც თარიღდება ირანის ისტორიის სხვადასხვა პერიოდით.

Next Prev
Next Prev

Check Also

მითრას ტაძარი

მეჰრის/მითრას ტაძარი მარაყეში, 1977 წლის 10 დეკემბერს, სარეგისტრაციო ნომრით 1556, შსტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების …