ასაფ ად-დოულეს ხიდი მდებარეობს ქარაჯ-ეშთეჰარდის გზის მესამე კილომეტრზე, მდინარე შურზე , რომელიც ნასრედინ შაჰის დროს, ასაფ ად-დოულეს ბრძანებით აშენდა. ასაფ ადდოულეს ხიდს ასევე „შურის ხიდს“ ან „მდინარე შურის ხიდსაც“ უწოდებენ. დღეს, ხიდის ერთი ნაწილი მთლიანად განადგურებულია; მაგრამ ხიდის ნანგრევებისა და ნაშთების მიხედვით, მისი სქემის რეკონსტრუქციაა შესაძლებელი, რომლის მიხედვითაც წარმოდგენა გვექმნება ნაგებობის თავდაპირველი სახეზე. თავდაპირველად ხიდი დაახლოებით 70 მეტრის სიგრძისა და 30,8 მეტრი სიგანის უნდა ყოფილიყო; ხიდს ჰქონდა ოთხი თაღი, რომელთაგან ორი სრულად განადგურებულია. ხიდის საძირკველი აგურით, ქვითა და დუღაბით არის ნაშენი.