თურანგთაფე

თურანგთაფე, სოფელია გულისტანის ოსთანში, გორგანის შაჰრესთანში, ბაჰარანის ოლქში. 2016 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 171 ოჯახი, სულ 661 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქ გორგანის ჩრდილო – აღმოსავლეთით დაახლოებით 17 კმ – ზე, სოფელ თურანთაფეს ახლოს, მდებარეობს ნეოლითისა და ენეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლი „თურანგთაფე“.თურანგთეფეს არქეოლოგიური ძეგლი, წარმოადგენს  გორასამარხების ჯგუფს. გორასამარხების უმეტესობა 11-15 მეტრის სიმაღლისაა, გარდა ციცაბო ცენტრალური გორასამარხისა, რომლის სიმაღლე 30 მეტრზე მეტია.  არქეოლოგიურ უბანზე აღმოჩენილი უძველესი ნაშთები ნეოლითისა და ენეოლითის ხანისაა. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის დასახლების ნაწილი, თარიღდება დაახლოებით ძვ.წ. 3100-2900 წლებიდან ძვ.წ.1900 წლამდე. ამ არქეოლოგიური ძეგლისადმი ინტერესი, ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებიდან ჩნდება. უახლეს პერიოდში, პირველი გათხრები განხორციელდა  ატკინსის სახვითი ხელოვნების მუზეუმის სპონსორობით, ფრედერიკ ვულსინის მიერ, 1931 წელს. ნაპოვნი და შესწავლილია თიხის ჭურჭელი. განსაცვიფრებელია თურანგთაფეში აღმოჩენილი მცირე ზომის ტერაკოტისა და ქვის ქანდაკებები. შეინიშნება მსგავსება თურანგთაფეში და შაჰთაფეს, თეფე ჰისარისა და გოუჰარ თაფეს მიმდებარედ  აღმოჩენილ ქვის მცირე ქანდაკებებს შორის. მაგრამ თურანგთაფეს ტერაკოტის ფიგურები შეუდარებელი და უნიკალურია ახლო მდებარე რეგიონებისთვის.

აქ აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდის არტეფაქტებსა  და ნიმუშებზე დაყრდნობით, ცხადია, რომ თურანგთაფე განსაკუთრებული არქეოლოგიური  მნიშვნელობის ადგილია რეგიონში.

Next Prev
Next Prev

Check Also

ნაჰარხორანის ტყეპარკი

ნაჰარ ხორანი ტყეპარკი მდებარეობს გულისტანის ოსთანში, ქალაქ გორგანის სამხრეთით 4 კილომეტრი მანძილის მოშორებით და მხარის …