შაჰზადეს ბაღი მაჰანში

შაჰზადეს, ანუ უფლისწულის ბაღი მაჰანში, ირანის ერთ – ერთი ისტორიული ბაღია. ის მდებარეობს ქალაქ მაჰანიდან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ ქერმანის მახლობლად. მისი მშენებლობის პერიოდი, გვიან ყაჯარულ ეპოქას უკავშირდება. შაჰზადეს ბაღი ოაზისია უდაბნოში – აუზებით და შადრევნებით, ყვავილნარით, ხეხილის და მაღალი, ჩრდილიანი ხეებით.

ბაღი მართკუთხა ფორმისაა, რომლის საერთო ფართობი 5,5 ჰექტარია. კომპლექსი მოიცავს მთავარ კარიბჭეს და პატარა სასახლეს ბაღის ერთ ბოლოს და ორსართულიან საცხოვრებელ სასახლეს ბაღის მეორე ბოლოს, გარშემორტყმული რამდენიმე დამხმარე  მცირე ნაგებობით. სასახლეებს შორის სივრცე გაფორმებულია ტერასული, რვა დონიანი შადრევნებით. ბაღის კედლების გასწვრივ, მთელ სიგრძეზე, გაშენებულია ხეები – ფიჭვი, კედარი, თელა, აგრეთვე მრავალი სახის ხილის ხე.  ორივე სასახლესთან უშუალო სიახლოვეს ულამაზესი ყვავილნარია გაშენებული. ბაღის კედლებში რამდენიმე სათდაროგო გასასვლელია ჩაშენებული.  შაჰზადეს ბაღის ლანდშაფტური და არქიტექტურული დაპროქტება, აღფრთოვანებას იწვევს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.   2011 წელს შაჰზადეს ბაღი, სხვა რვა ირანულ ბაღთან ერთად, შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

განჯ ალი ხანის ბაზარი

განჯ ალი ხანის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი  ქერმანში, აშენდა 1596-1621 წლებში. განჯ ალი ხანი იყო სეფიანთა ირანის …