ფასარგადი

ფასარგადის მსოფლიო მემკვიდრეობა, წარმოადგენს აქემენიდური პერიოდის ძეგლების კომპლექს, რომელიც ფარსის ოსთანში, პერსეპოლისიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით 87 და შირაზიდან 130 კმ.-ში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს შემდეგ ნაგებობებს: კიროს დიდის საფლავი, ფასარგადი, ფასარგადის სამეფო ბაღი, კარიბჭის სასახლე, ხიდი, საცერემონიო სასახლე, მეფის რეზიდენცია, ორი პავილიონი, სამეფო ბაღის შადრევნები, კამბისეს საფლავი, თოლ-ე თახთის ციტადელი, ქარვასლა, სარიტუალო ნაგებობა და ბოლაყის ხეობა. 2004 წელს, ფასარგადი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად (უნდა წარმოადგენდეს ადამინიას შემოქმედებითი გენიის ნიმუშს; უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე; უნდა წარმოადგენდეს რომელიმე კულტურული ტრადიციის ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველ უნიკალურ ან განსაკუთრებულ ნიმუშს; უნდა წარმოადგენდეს ნაგებობის, არქიტექტურული ანსამბლის ან ლანდშაფტის ღირსშესანიშნავ მაგალითს, რომელიც ასახავს კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს(ებს).) შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. …