ქალაქ ზენჯანის ისტორიულ უბანში, საბზე მოედნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდებარეობს ლამაზი შენობა, რომელიც ზოლფაყარის სასახლის სახელითაა ცნობილი. შენობა ზენჯანის გამგებლის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს წარმოადგენდა. ზოლფაყარის სასახლის კომპლექსი, რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობისგან შედგებოდა. ამ კომპლექსიდან მხოლოდ ერთი სასახლეა შემორჩენილი, რომელიც ცნობილია სახელით “მაჰმუდ ხან ზოლფაყარის სასახლე”. სასახლე გვიან ყაჯარული პერიოდისაა, აშენებულია მაჰმუდ ხან ზოლფაყარის მამის, გენერალ ასად ადდოულეს მიერ. ირანის ისლამური რევოლუციის შემდგომ პერიოდში, სასახლე სხვადასხვა ორგანიზაციების მფლობელობაში გადადიოდა. დღეს ამ შენობაში ზენჯანის არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული.
2000 წელს ზანჯანის ოსთანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციამ დაიწყო შენობის სარესტავრაიო სამუშაოები, რაც რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. საბოლოოდ რესტავრირებულ შენობაში მუზეუმის გახსნა გადაწყდა. აქ გადმოიტანეს 2007 წელს ჩეჰრაბადის მარილის მაღაროებში ნაპოვნი არქეოლოგიური მასალა.