ნიავარანის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი – აჰმად შაჰის პავილიონი

აჰმად შაჰის პავილიონი, კიდევ ერთი შესანიშნავი ნაგებობა ნიავარანის სასახლეთა კომპლექსის ბაღ-მუზეუმში, ნიავარანის მთავარ სასახლის გვერდით მდებარეობს. აჰმად შაჰ ყაჯარისათვის განკუთვნილი ეს შენობა, აგებულია ყაჯარათა მმართველობის მიწურულს; როგორც ნიავარანის კომპლექსში შემავალი სხვა, ყაჯარული ეპოქის შენობა-ნაგებობები, აჰმად შაჰის პავილიონიც ფეჰლევიანთა მმართველობის დროს რესტავრირდა, განახლდა როგორც სასახლის ინტერიერი, ასევე ექსტერიერიც. შენობა ორსართულიანია, სადაც დღეს უკვე მუზეუმი ფუნქციონირებს. აქ ექსპონირებულია ვერცხლის, ბრინჯაოს, სპილოს ძვლის, ხის სუვენირები, მხატვრული ტილოები, სხვადასხვა მინერალები, და ქვა მთვარის ზედაპირიდან.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …