ნიავარანის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი

ნიაავარანის სასახლეთა კომპლექსი ქალაქ თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში 11 ჰექტარზეა გაშენებული და განსაკუთრებული ბუნებრივი და ისტორიული სილამაზითა და ხიბლით გამოირჩევა. ნიავარანის კომპლექსის შენობა-ნაგებობები ყაჯარების და ფაჰლავიანთა ეპოქაშია აგებული. თავდაპირველად, ყაჯართა დინასტიის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციად გამოიყენებოდა. ფათჰ ალი შაჰის ბრძაბენით, ზაფხულის ცხელ დღეებში მოსასვენებლად, შეირჩა  ტერიტორია თეირანის გარეუბანში,  სადაც გაშენდა ლამაზი ბაღი და მოსასვენებელი სახლები.

ფაჰლავიანთა მმართველობის დროს, ბაღში არსებული შედარებით მცირე შენობები დაანგრიეს და მათ ადგილას ახალი, თანამედროვე არქიტექტურის შენობები ააგეს, რომლებსაც ფაჰლავების სამეფო ოჯახი საცხოვრებლად გამოიყენებდა.

დღეს ნიავარანის კომპლექსში რამდენიმე სასახლე და მუზეუმი შედის, რომელთაგან გამორჩეულია ნიავარანის მთავარი სასახლე, საჰებყარანიეს სასახლე, აჰმად შაჰის სააგარაკო სასახლე, მუზეუმი „ჯაჰან ნემა“, ბიბლიოთეკა, ნიავარანის კომპლექსის მანქანების კოლექცია და სხვა ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ღირშესანიშნაობები.

1979 წელის რევოლუციის შემდეგ, ნიავარანის სასახლეთა კომპლექსი გადაეცა ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს. პირველად დამთვარიელებლებისთვის კომპლექსი გაიხსნა 1986 წელს.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …