მეცხრამეტე საუკუნეში, თეირანში ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთმა ელჩმა ააშენა ულამაზესი შენობა, რომელიც ოსმალური სასახლის სახელით გახდა ცნობილი. ეს ნაგებობა მდებარეობს შარიათის ქუჩისა და აიათოლა სადრის გზატკეცილის გადაკვეთაზე და დღეს თურქეთის მთავრობას საკუთრებას წარმოადგენს.
„ფოლ-ე რუმი“ (სიტყვასიტყვით ბიზანტიური ხიდი), პატარა ხიდის და თეირანის ერთ-ერთი ჩრდილოეთ უბნისა სახელია. ხიდი აგებულია მდინარე მაყსუდბექზე, და ერთმანეთთან აკავშირებს შარიათის და ელაჰიეს ქუჩებს.